ესტონეთში ნატო-ს კიბერსწავლება მიმდინარეობს
ესტონეთში ნატო-ს კიბერსწავლება მიმდინარეობს

ესტონეთის ქალაქ ტარტში, ნატო-ს კიბერსწავლება მიმდინარეობს. პროგრამის მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებსა და პარტნიორებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების გაძლიერებაა.

კიბერკოალიციის სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მეთერთმეტედ იმართება, 700-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას, როგორც წევრი ქვეყნების, ასევე პარტნიორების მხრიდან.

კიბერთავდაცვის სპეციალისტები გაივლიან მომზადებას და უნარების შემოწმებას, რათა სათანადოდ უზრუნველყონ კიბერსივრცეში ნატო-სა და ეროვნული ქსელების დაცვა, ასევე შეძლონ კიბერსივრცეში სამხედრო ოპერაციების ჩატარება .