ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის მხარდასაჭერად მარათონს მართავს
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის მხარდასაჭერად მარათონს მართავს

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის მხარდასაჭერად მარათონს მართავს. ორსაათიანი ღონისძიება, სახელწოდებით „დავეხმაროთ უკრაინას“ მაუწყებლის ეთერში დღეს გადაიცემა.

შეგროვებული სახსრები უკრაინაში საომარ მოქმედებებს გამოქცეული ლტოლვილების დასახმარებლად დაიხარჯება.

„ყველას შეგვიძლია, რამე გავაკეთოთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოქცეულთათვის უსაფრთხო ცხოვრებისა და მომავლის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, პირველ მარტს, 22:00 საათზე საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ მართავს საქართველოს პირველი არხიც.