ესტონეთის საფეხბურთო ნაკრები დღეს თბილისში ჩამოფრინდა. ბალტიისპირელებმა 24 მარტს ერევანში სომხეთთან 0:0 ითამაშეს, ხოლო 27 მარტს, 19:00 საათზე საქართველოს მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონზე შეხვდებიან.
ესტონელებმა თამაშამდე ბოლო ვარჯიში საღამოს „მიხეილ მესხზე“ ჩაატარეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ რეიმმა თბილისში შემდეგი შემადგენლობა ჩამოიყვანა:
მეკარეები: მიხელ აკსალუ („სეინაიოკი“, ფინეთი), მარკო მეერიტსი („პს ვასა“, ფინეთი), ანდრეას ვაიკლა („კრისტიანსუნდი“, ნორვეგია).
მცველები: დმიტრი კრუგლოვი, იგორ მოროზოვი (ორივე – „ლევადია“), მადის ვიჰმანი, მარტენ კუუსკი (ორივე – „ფლორა“), რაგნარ კლავანი („ლივერპული“, ინგლისი), ტაიო ტენისტე („ბრანი“, ნორვეგია), კენ კალასტე („კორონა“, პოლონეთი), არტურ პიკი („რუჟემბეროკი“, სლოვაკეთი), იონას ტამი („სარპსბორგი“, ნორვეგია), ტრევორ ელჰი („ნომე კალიუ“).
ნახევარმცველები: ალეკსანდრ დმიტრიევი („ფლორა“), ბრენტ ლეპიტსუ („კრისტიანსუნდი“, ნორვეგია), კაროლ მეტსი („ბრედა“, ჰოლანდია), კონსტანტინ ვასილიევი („პიასტი“, პოლონეთი), ილია ანტონოვი („რუდარი“, სლოვენია), მატიას კაიტი („როს ქაუნთი“, შოტლანდია).
თავდამსხმელები: ჰენრი ანიერი („ლაჰტი“, ფინეთი), სერგეი ზენიოვი („კრაკოვია“, პოლონეთი), სიმ ლუტსი („ბოჰემიანსი“, ჩეხეთი), არტიომ დმიტრიევი („ლაჰტი“, ფინეთი), მარტინ მილერი („ფლორა“).