ამერიკიდან ფეხბურთელი ვერც ესტონეთს დაეხმარება, „ვიძევის“ თავდამსხმელი მხოლოდ საქართველოსთან ითამაშებს
ამერიკიდან ფეხბურთელი ვერც ესტონეთს დაეხმარება, „ვიძევის“ თავდამსხმელი მხოლოდ საქართველოსთან ითამაშებს

ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს 5 სექტემბერს ტალინის „ლე კოკ არენაზე“ შეხვდება, საკადრო პრობლემები შეექმნა.

სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდს ვერ დაეხმარებიან ერიკ სორგა (დც იუნაიტედი), სიიმ ლუცი (ტეპლიცე, ჩეხეთი), მეკარე მარკო მეერიტსი (ნარვა-ტრანსი) და არტურ პიკი (კუპსი, ფინეთი).

პოლონური „ვიძევის“ თავდამსხმელი ჰენრიკ ოაიმა კი მხოლოდ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან ის პოლონეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სადაც უცნაური ფაქტია, მაგრამ საერთაშორისო მატჩებისთვის პაუზას არ ითვალისწინებენ. სომხეთთან მატჩისთვის კი იძულებული იქნება პოლონეთში დაბრუნდეს.

21 წლის თავდამსხმელი ერიკ სორგა ამერიკის მეიჯორ ლიგის (მლს) ერთ-ერთ გრანდში, ვაშინგტონის „დც იუნაიტედში“ წელს ჩაირიცხა. მას საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ მოთამაშეების, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის მსგავსი პრობლემა შეექმნა – ის ამერიკიდან ვერ მოემგზავრება. სხვათა შორის, სორგას ივლისში კორონავირუსი დაუდასტურდა.