მეკარე „არსენალიდან“, თავდამსხმელი სერია ა-დან - ესტონელები საქართველოსთვის მზადებას იწყებენ
მეკარე „არსენალიდან“, თავდამსხმელი სერია ა-დან - ესტონელები საქართველოსთვის მზადებას იწყებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში პირველ შეხვედარს 5 სექტემბერს გამართავს – ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ ტურში ესტონეთის ნაკრებს ტალინში ესტუმრება.

ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა გუნდის შეკრება ორშაბათიდან დაგეგმა და შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: მატვეი იგონენი (ფლორა), კარლ იაკობ ჰეინი (არსენალი, ინგლისი), კარლ იოჰან პეხტერი (ტარტუ)

მცველები: კენ კალასტე, მარტენ კუუსკი, მიხაელ ლილანდერი (ყველა ფლორა), ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კაროლ მეტსი (აიკ, შვედეთი), ნიკიტა ბარანოვი (კარმოტისა, კვიპროსი), იონას ტამი (დესნა, უკრაინა), ჰენრი იარველაიდი (ვენსიუსელი, დანია)

ნახევარმცველები: რაუნო საპინენი, ფრანკ ლიივაკი, ვლადისლავ კრეიდა, ვლას სინიავსკი (ყველა ფლორა), მატიას კაიტი (დომჟალე, სლოვენია), მიხელ აინსალუ (ლვოვი, უკრაინა), მარკ ოლივერ როოსნუპი (ლევადია)

თავდამსხმელები: კონსტანტინ ვასილევი (ფლორა), სერგეი ზენევი (შახტიორი, ყაზახეთი), ჰენრი ანიერი (პაიდე), ილია ანტონოვი (არარატ-არმენია),ჰენრიკ ოაიმაა (ვიძევი, პოლონეთი), გეორგი ტუნევი (სპალი, იტალია)

გამოძახებულებიდან ოთხი ახალწვეულია, მათ შორის ორი მეკარე. ლონდონის „არსენალიდან“ მეკარე კარლ იაკობ ჰაინი, ხოლო „ტარტუდან“ კარლ იოჰან პეხტერი, დანიური „ვენსიუსელიდან“ მცველი ჰენრი იარველაიდი და იტალიის სერია ა-სსპალიდან“ – თავდამსხმელი გეორგი ტუნევი.

ესტონეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს 5 სექტემბერს ტალინის „ლე კოკ არენაზე“ შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს სომხეთს ესტუმრება – ორივე შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება.