ESPN-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრებში 10-ნომრიან მაისურს ნიკო პასი მოირგებს #1TVSPORT

21:01, 02.09.2026

არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის წასვლის შემდეგ 10-ნომრიან მაისურს ნიკო პასი მოირგებს, – ინფორმაციას ESPN Argentina ავრცელებს.

როგორც ტელევიზია იუწყება, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიონელ სკალონი დარჩება, მას გადაწყვეტილი აქვს, ეს ნომერი სწორედ პასს გადასცეს.

21 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში „კომოს“ ლიდერი იყო და გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანაში დიდი როლი ითამაშა – მან 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნიკო პასი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა მოედანზე, ჯამში, მხოლოდ 71 წუთი გაატარა.

ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 31 აგვისტოს გამოაცხადა.

მსგავსი