ესპანური პრესა – „რეალმა“ მბაპეს ტრანსფერზე მოილაპარაკა

18:02, 17.09.2019

ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ მადრიდის „რეალი“ მოელაპარაკა „პარი სენ-ჟერმენს“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე.

ინტერნეტ-გამოცემა „ელ ჩირინგიტო“ (El Chiringuito) ინფორმაციით, „რეალი“ უკვე მზად არის გადაიხადოს თანხის პირველი ნაწილი – 35 მილიონი ევრო. ფეხბურთელის საერთო ღირებულება იქნება 225 მილიონი ევრო, რასაც ბონუსის სახით 50 მილიონი დაემატება.

კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენში“ 90 მატჩში 61 გოლი გაიტანა. ამ გუნდში ფორვარდი „მონაკოდან“ გადავიდა 170 მილიონ ევროდ.

მსგავსი