ესპანური პრესა - მესი „ბარსელონასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუნახევრდება #1TVSPORT
ესპანური პრესა - მესი „ბარსელონასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუნახევრდება #1TVSPORT

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ და ლიონელ მესიმ ახალი კონტრაქტი შეათანხმეს, – იუწყება  Sport.es.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებასა და არსებული ანაზღაურების განახევრებას დათანხმდა, რადგან მის მშობლიურ კლუბს რთული ფინანური მდგომარეობა აქვს.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 38 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

11 ივლისს არგენტინის ნაკრებმა ფინალში ბრზილია დაამარცხა და კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა. არგენტინელთა ტრიუმფის ერთ-ერთი მთავრი შემოქმედი კი სწორედ ლიონელ მესი იყო.