ესპანური პრესა - „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჩავის განთავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა განიხილავს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჩავისთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესაძლებლობას, – წერს კატალონური გაზეთი Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, ლაპორტა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა „ალმერიასთან“ მატჩის წინ ჩავის განცხადებით. „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მომავალ სეზონში მის გუნდს გაუჭირდება კონკურენცია, რადგან კლუბის ეკონომიური მდგომარეობა ართულებს შემადგენლობის გაძლიერებას.
შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ჩავი მომავალ სეზონშიც გააგრძელებს მთავარ მწვრთნელად მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ ესპანელმა სპეციალისტმა იანვარში გამოაცხადა გუნდიდან სეზონის დასრულების შემდეგ წასვლის შესახებ.