ესპანური პრესა - „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ სამი ფეხბურთელი გაცვალეს
ესპანური პრესა - „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ სამი ფეხბურთელი გაცვალეს

რამდენიმე ესპანური გაზეთის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ მიაღწიეს შეთანხმებას ფეხბურთელების გაცვლის თაობაზე. ტურინული კლუბი დათმობს მცველ მატია დე შილიოს, ნახევარმცველ მირალემ პიანჩისა და დაუმატებს მათ 25 მილიონ ევროს ნელსონ სემედუს სანაცვლოდ.

ფულის დამატება 26 წლის პორტუგალიელის მაღალი ფასით (50 მილიონი ევრო) არის გამოწვეული. სემედუმ ამ სეზონში ლა ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა.

ნელსონ სემედუ და „იუვენტუსი“ დღეისთვის კონტრაქტის შეთანხმების პროცესში არიან. ხელშეკრულებას უახლოეს საათებში უნდა მოეწეროს ხელი. „ბარსელონას“ კონტრაქტები 30 წლის პიანიჩთან და 27 წლის დე შილიოსთან უკვე მზად არის.

ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელები, რომლებიც გაცვლაში მონაწილეობენ, ამ სეზონს თავიანთ ამჟამინდელ კლუბებში დაასრულებენ.