ესპანური მედია – ზაფხულში „ვალენსია“ გაუშვებს მამარდაშვილს, რომელსაც ბევრი გრანდი აკვირდება #1TVSPORT

13:17, 13.03.2024

„ჩელსიმ“, შესაძლოა, ზაფხულში ლა ლიგიდან „ვალენსიის“ 100 მილიონ ევროდ შეფასებული მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაიმატოს, – ინფორმაციას ერთდროულად Estadio Deportivo და Diario AS-ი ავრცელებენ.

Estadio Deportivo

„23 წლის მეკარე „ვალენსიისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ სეზონის ბოლოს, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს. მამარდაშვილით დაინტერესებული კლუბები „ჩელსი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ არიან.

მეკარე კარგად თამაშობდა ესპანეთის ლიგაში და, რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგისთვისაც საკმარისად ძლიერია. მან შეიძლება შეცვალოს რობერტ სანჩესი, რომელიც „ჩელსის“ სეზონის სტარტზე შეუერთდა, მაგრამ დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. ლონდონელები, სავარაუდოდ, კეპა არისაბალაგას შეელევიან და, შესაძლოა, ინვესტიცია სხვა მეკარეში ჩადონ. მამარდაშვილი კი ხარისხიანი შენაძენი იქნება“.

Diario AS-ი

„ამ ზაფხულს „ვალენსია“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაუშვებს. ჩვენი ცნობით, ქართველ მეკარეს გასული ზაფხულის შემდეგ „ტოტენჰემი“, „ნიუკასლი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მილანის „ინტერი“ აკვირდებიან.

„ვალენსია“ მას გაყიდის და ჩაანაცვლებს „რაიო ვალეკანოს“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკით, რომელსაც კონტრაქტი ივნისში ეწურება და „რაიოს“ შეთავაზებასა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა“.

მსგავსი