ესპანური მედია - მესიმ შეაჩერა კონტრაქტზე მოლაპარაკებები და 2021 წელს „ბარსელონადან“ წასვლას გეგმავს
ესპანური მედია - მესიმ შეაჩერა კონტრაქტზე მოლაპარაკებები და 2021 წელს „ბარსელონადან“ წასვლას გეგმავს

ესპანურ პრესაში აქტიურად განიხილება ახალი ინფორმაცია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის მომავლის შესახებ. რადიო Cadena SER-ის ცნობით, არგენტინელი 2021 წლის ივნისში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, აპირებს კატალონური კლუბის დატოვებას.

იტყობინებიან, რომ მოლაპარაკებები „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო მოვლენებმა აიძულა არგენტინელი ფორვარდი, გადაეხედა საკუთარი პოზიციისთვის და შეეჩერებინა ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები.

წყარო ამტკიცებს, რომ მესი დაიღალა „ბარსელონას“ გარშემო მრავალრიცხოვანი პრობლემებით, კლუბიდან ინფორმაციის გაჟონვითა და გუნდში დაძაბული სიტუაციით. ასევე იტყობინებიან, რომ მესი უკმაყოფილოა „ბარსელონას“ სპორტული პროექტით, რადგან კლუბმა ვერ შეძლო შეეთავაზებინა მისთვის საფეხბურთო მინდორზე საუკეთესო პარტნიორები.