ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში, ორი ადამიანი – კასტილია ლა მანჩაში და ერთი – ანდალუზიაში.

სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე ადგილას. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაა. რობლესმა ახსენა ვალენსიის ქალაქები: პაიპორტა და მასანასა, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ.

ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა სტიქიის ზონაში. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.