ესპანეთში „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
ესპანეთში „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ესპანეთი-საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის მხარდაჭერით, ესპანეთის ოფიციალური ბეჭდვით სააგენტოში BOE „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და მალაგის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პოემის ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზენტაციაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესპანეთში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და სააგენტოს დირექტორმა, მანუელ ტუერო სეკადესმა.

ელჩმა გამოსვლაში ისაუბრა ვეფხისტყაოსნის ეროვნულ ფასეულობასა და თამარ მეფის ეპოქაზე. მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელმა, როსარიო მორენომ ყურადღება გაამახვილა პოემის ლიტერატურულ ღირებულებასა და ესპანურის თარგმანის ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე.

ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო პოემის პროლოგის კითხვა ესპანურ და ქართულ ენებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი