ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი, დაშავდა.

ავარია ბარსელონას სიახლოვეს მოხდა. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, მეწყერმა გამოიწვია.

ავარიის დროს მატარებელში 150 მგზავრ იმყოფებოდა.

პოლიციის ცნობით, სამგზავრო მატარებელი ქალაქ ტერასადან მანრესას მიმართულებით მოძრაობდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეები.