ესპანეთში რეპერის დაპატიმრების გამო არეულობები გრძელდება
ესპანეთში რეპერის დაპატიმრების გამო არეულობები გრძელდება

ესპანეთში რეპერის, პაბლო ჰასელის დაპატიმრების გამო მეხუთე ღამეა, არეულობა გრძელდება. „როიტერის“ ცნობით, ბარსელონაში დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს, ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

კატალონიის პოლიცის ცნობით, მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველებმა პენოპლასტის ტყვიები გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. პოლიციის მონაცემებით, ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში ექვს ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ესპანეთის სასამართლომ რეპერი პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რეპერი 15 თებერვალს დააკავეს.

პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის, რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა და მსახიობმა ხავიერ ბარდემმა.