ესპანეთში ოთხი სპელეოლოგი მესამე დღეა, დატბორილი მღვიმიდან ვერ გამოდის
ესპანეთში ოთხი სპელეოლოგი მესამე დღეა, დატბორილი მღვიმიდან ვერ გამოდის

ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კანტაბრიაში ოთხი სპელეოლოგი დატბორილ მღვიმეში ბლოკირებული აღმოჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოთხი პორტუგალიელი სპელეოლოგი არენდოდოს მახლობლად მდებარე კუეტო-კოვენტოსის გამოქვაბულებში ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს შევიდა. წყლის დონის მოულოდნელი მატების გამო მათ მღვიმიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.

ამჟამად მათ დახმარებას ესპანელი მაშველები ცდილობენ, თუმცა წყლის მაღალი დონე მათ გამოქვაბულში 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე შესვლის საშუალებას არ აძლევს. წყლის დონე თანდათან იკლებს, თუმცა საათში მხოლოდ 10 სანტიმეტრით.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ამავე მღვიმიდან სამი სპელეოლოგი გადაარჩინეს.