ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა სამ რეგიონში, კატალონიაში , არაგონსა და მადრიდში ფიქსირდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 289 610 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 28 434 ადამიანი.