ესპანეთში გაჩნდა საფეხბურთო კლუბი „ბრტყელი დედამიწა“

21:13, 30.06.2019

ესპანური კლუბი „მოსტოლეს ბალომპიე“ ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში გადავიდა. უფრო მაღალ დივიზიონში მოხვედრის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისთვის სახელის შეცვლა.

ახლა, გუნდის სახელი იქნება „ბრტყელი დედამიწა“ (Flat Earth FC).

კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ სურს თავის გარშემო შემოიკრიბოს ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეები.

„მთელი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი. პარალელურად, დავიწყე სხვა თემების კვლევა. ერთ-ერთი ასეთი თემა გახდა თეორია ბრტყელი დედამიწის შესახებ. ახლა მე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ვარ. ერთი დივიზიონით მაღლა ასვლით, ძალიან სერიოზულ შედეგს მივაღწიეთ“, – მოჰყავს გაზეთ „მარკას“ (Marca) კლუბის პრეზიდენტ ხავი პოვესის სიტყვები.

მსგავსი