ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 22 მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონებში გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 256 494 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 28 413 ადამიანი.