ესპანეთის თასის მეორე ფინალისტი გახდა “ბარსელონა”, რომელმაც მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა “ვალენსია”.
პირველი შეხვედრა “ბარსას” საკუთარ მოედანზე 1:0 ჰქონდა მოგებული. განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც, მეორე ნახევარში ფილიპე კოუტინიომ და ივან რაკიტიჩმა ორჯერ აიღეს ვალენსიელთა კარი – 2:0. კოუტინიოსთვის ეს იყო პირველი გოლი “ბარსელონას” შემადგენლობაში “ლივერპულიდან” ტრანსფერის შემდეგ.
“ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც ზედიზედ მეხუთედ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში. 21 აპრილს, გადამწყვეტ მატჩში კატალონელები “სევილიას” შეხვდებიან.
“ბარსელონამ” განმეორებით მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სილესენი, სერხი რობერტო, პიკე (მინა, 83), უმტიტი, ხორდი ალბა, ანდრე გომეში (ფილიპე კოუტინიო, 46), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (პაულინიო, 65), მესი, ლუის სუარესი.