ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „რეალი“ და „ატლეტიკო“ შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT
გაიმართა ესპანეთის თასის მერვედფინალის წილისყრა და შედგა ერთი სუპერწყვილი – მადრიდულ დერბიში „რეალი“ „ატლეტიკოს“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები არასრული ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეხვდებიან ერთმანეთს: 10 იანვარს ესპანეთის სუპერთასზე, 18 იანვარს – ესპანეთის თასზე და 4 თებერვალს – ესპანეთის ჩემპიონატში.
„ბარსელონა“ მერვედფინალში დაუპირისპირდება „უნიონისტასს“, რომელიც მესამე დივიზიონში თამაშობს. ამ გუნდმა 1/16-ფინალში სენსაციურად დაამარცხა „ვილიარეალი“.
1/8 ფინალის წყვილები
16 იანვარი
ხეტაფე-სევილია
ბილბაო-ალავესი
17 იანვარი
ტენერიფე-მალიორკა
უნიონისტასი-ბარსელონა
ოსასუნა-სოსიედადი
ვალენსია-სელტა
ჟირონა-ვალეკანო
18 იანვარი
ატლეტიკო-რეალი