ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაამტკიცა ქვეყნის სუპერთასისა და თასის გათამაშებთა ფორმატის ცვლილება. ამის შესახებ, ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
2020 წლიდან, სუპერთასი ოთხთა ფინალის ფორმატში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული თასის ფინალისტები, ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე გუნდი ორივე კრიტერიუმით ხვდება სუპერთასზე, მაშინ ოთხთა ფინალში ითამაშებს ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მომდევნო ადგილზე მყოფი გუნდი.
სუპერთასის ნახევარფინალები 2020 წლის 8-9 იანვარს გაიმართება, ფინალი – 12 იანვარს.
ასევე ცვლილებები შეიტანეს ეროვნული თასის ფორმატში. 2019-20 წლების სეზონში 116 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სულ დაგეგმილია ექვსი რაუნდი. წინა წლებისგან განსხვავებით, ორმატჩიანი დაპირისპირებები მხოლოდ ნახევარფინალში იქნება. დანარჩენ ეტაპებზე გამარჯვებულს ერთი მატჩი გამოავლენს.