ესპანეთის სასამართლომ დაკავებული უკრაინელი ბლოგერი ანატოლი შარი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა
ესპანეთის სასამართლომ დაკავებული უკრაინელი ბლოგერი ანატოლი შარი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

ესპანეთის სასამართლომ დაკავებული უკრაინელი ბლოგერი ანატოლი შარი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. შესაბამის ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრორუსული განწყობით ცნობილი ბლოგერი, რომელიც მრავალი წელია, კატალონიაში ცხოვრობს, გუშინ საკუთარ სახლში დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. უწყებას მისი დაკავების ორდერი ჰქონდა გაცემული. ესპანეთის სასამართლომ ბლოგერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, მას პასპორტი ჩამოართვა და თვეში ორჯერ უახლოეს სასამართლოში გამოცხადება დაავალა. აღნიშნული ზომების მოქმედება შეწყდება ერთი თვის თავზე, თუ კიევი შარის ექსტრადირების მოთხოვნით ესპანურ მხარს ოფიციალურად არ მიმართავს.

როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, უკრაინულმა მხარემ ესპანეთის იუსტიციის სამინისტროს უკვე აცნობა, რომ ანატოლი შარის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართვას გეგმავს.