ესპანეთის პრემიერი - ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის ერჩია, ესპანეთში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ჩავიდნენ, უსამართლო იყო
ესპანეთის პრემიერი - ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის ერჩია, ესპანეთში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ჩავიდნენ, უსამართლო იყო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის ერჩია, ესპანეთში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ჩავიდნენ, უსამართლო იყო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პედრო სანჩესის თქმით, ტურისტები ესპანეთში იმაზე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე დიდ ბრიტანეთში.

ეს განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ესპანეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღის კარანტინში გატარება მოუწევთ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას „ქაოსური“ ნაბიჯებით ებრძვის.

მიუხედავად ამისა, ბორის ჯონსონის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა დაწესებული შეზღუდვის გადახედვას არ აპირებს.