ესპანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი – მოვითხოვ, პედრო სანჩესმა დაიცვას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, მას აქვს ყველა რესურსი, ისღა რჩება, ბრძანებები გასცეს
მოვითხოვ, პედრო სანჩესმა დაიცვას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობიანი თანაარსებობა, – ამის შესახებ ესპანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ განაცხადა.
„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ქმედებები სუსტად შეაფასა და მეტი რეაგირებისკენ მოუწოდა.
„როგორც პრემიერ-მინისტრს, მას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და რესურსი, მხოლოდ ისღა რჩება, ბრძანებები გასცეს. რაც არ უნდა სერიოზული იყოს ის, რაც ხდება, მთავრობის სუსტი რეაქციაა“, – აღნიშნა ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 49 ათასი მიგრანტი შევიდა. ამის საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით, ანკლავში ჯარის დამატებით ქვედანაყოფებს განალაგებს.
A Ceuta ha seguido llegando gente toda la noche y quienes están sobre el terreno describen una ciudad ocupada, sin que se esté haciendo nada suficiente para evitarlo. En Melilla también han entrado unos 400 irregulares.
Insisto en que @sanchezcastejon tiene que defender nuestra… https://t.co/sRBFRS53X7
— Alberto Núñez Feijóo (@NunezFeijoo) July 31, 2026