ესპანეთის უსაფრთხოების ძალების წინასწარი შეფასებით, ბოლო 24 საათში სეუტაში 49 ათასი მიგრანტი შევიდა, მათგან, სულ მცირე, 7 ათასი არასრულწლოვანია

14:39, 31.07.2026

ესპანეთის უსაფრთხოების ძალების წინასწარი შეფასებით, ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 49 ათასი მიგრანტი შევიდა, მათგან, სულ მცირე, 7 ათასი არასრულწლოვანია.

როგორც მედია წერს, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა მიგრაციული კრიზისის მონაცემებს, როდესაც 2021 წლის მაისში, მაროკოსა და მადრიდს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, საზღვარზე დაახლოებით 8-10 ათასი მიგრანტი უკონტროლოდ გადავიდა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მაროკოს მთავრობასთნ მუშაობს, რათა არალეგალურად შესული ყველა პირის რეპატრიაცია რაც შეიძლება მალე უზრუნველყოს.

ესპანეთის მთავრობის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით ანკლავში ჯარის დამატებით ქვედანაყოფებს განალაგებს.

მსგავსი