ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აშშ-ში ლა ლიგას მატჩები აკრძალა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აშშ-ში ლა ლიგას მატჩები აკრძალა

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ „ლა ლიგას“ და კლუბებს – ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების აშშ-სა და კანადაში ჩატარებაზე უარი უთხრა.

ლიგამ ვერ დაუმტკიცა ფედერაციას, რომ მატჩების ამერიკაში გამართვა საერთაშორისო და ესპანურ კანონებთან შესაბამისობაში მოხდებოდა. გარდა ამისა, „ლა ლიგამ“ ვერ დაამტკიცა, რომ აშშ-ში მატჩის ჩატარება არ დააზარალებს გულშემატკივრებსა და პრიმერას სხვა 18 კლუბს.

აგვისტოში ლიგამ ამერიკულ მედიაკომპანიასთან Relevent Sports-თან გარიგების გაფორმებაზე განაცხადა, რომლის მიხედითაც პრიმერას მატჩების გარკვეული რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო.