ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტი - თამაშები ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე ჩატარდება
ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტი - თამაშები ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე ჩატარდება

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანეთის ჩემპიონატის განახლების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მატჩები ყოველდღე გაიმართება.

„მატჩები ყოველდღე, 35 დღის განმავლობაში ჩატარდება, – ციტირებს ხავიერ ტებასის სიტყვებს Goal.com. – შეხვედრამდე 24 საათით ადრე ფეხბურთელები კორანავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ.

ვირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი რისკი, სწორედ მოედანზე გასვლისას იქნება“, – აცხადებს ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტი.

ლა ლიგის განახლების ყველაზე სავარაუდო თარიღად 12 ივნისი სახელდება.

დატოვე კომენტარი