ესპანეთის ჩემპიონატი - XXIX ტურის ფაქტები და მიმოხილვა
ესპანეთის ჩემპიონატი - XXIX ტურის ფაქტები და მიმოხილვა

ფაქტები
* კრისტიან სტუანი თავით გატანილი ექვსი გოლით მეორე ადგილზეა ტოპ-5 ქვეყნების ჩემპიონატებში. ლიდერია ლეონარდო პავოლეტის – შვიდი.
* ლიონელ მესის ლა ლიგაში 334 მოგება აქვს. ის გაუთანაბრდა რეკორდსმენ იკერ კასილიასს.
* ამ სეზონში მესიმ 49 ცდიდან ექვსი საჯარიმო გაიტანა, კრიშტიანუ რონალდუმ – 23-დან არც ერთი.
* ანტუან გრიზმანი ლა ლიგაში მეოთხეა, ვინც ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და საგოლე პასი მიითვალა – 18+10. მანამდე ეს შეძლეს ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და პაბლო სარაბიამ.
* ისკოს ზიდანის დაბრუნების შემდეგ ორ მატჩში ორი გოლი, არადა, წინა 16 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

შედეგები
ჟირონა-ბილბაო 1:2
გოლები: 1:0 სტუანი (37), 1:1 ვილიამსი (53), 1:2 რაულ გარსია (59)

ხეტაფე-ლეგანესი 0:2
გოლები: 0:1 სანტოსი (49), 0:2 ხუანფრანი (83)

ბარსელონა-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 მესი (71), 2:0 მესი (89)

სელტა-ვილიარეალი 3:2
გოლები: 0:1 ეკამბი (11), 0:2 ალფონსო (15), 1:2 ასპასი (50), 2:2 მ. გომესი (71), 3:2 ასპასი (86-პენ)

ალავესი-ატლეტიკო 0:4
გოლები: 0:1 საულ ნიგესი (5), 0:2 დიეგო კოშტა (11), 0:3 მორატა (59), 0:4 თომასი (84)

ლევანტე-ეიბარი 2:2
გოლები: 1:0 მორალესი (5), 1:1 ესკალანტე (19), 2:1 როჩინა (26), 2:2 ენრიჩი (78)

ვალეკანო-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 დე ტომასი (34), 1:1 ტელიო (81)

სევილია-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 პარეხო (45+1-პენ)

ვალიადოლიდი-სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 კეკო (9), 1:1 ოიარზაბალი (79)

რეალი-უესკა 3:2
გოლები: 0:1 კუჩო ერნანდესი (3), 1:1 ისკო (25), 2:1 სებალიოსი (62), 2:2 ეჩეიტა (74), 3:2 ბენზემა (89)

სატურნირო მდგომარეობა
1. ბარსელონა – 69 ქულა
2. ატლეტიკო – 59
3. რეალი – 57
4. ხეტაფე – 46
5. ალავესი – 44
6. ვალენსია – 43
7. სევილია – 43
8. ბილბაო – 40

ბომბარდირები
31 – მესი (ბარსელონა)
18 – ლ. სუარესი (ბარსელონა)
17 – სტუანი (ჟირონა)
16 – ბენ იედერი (სევილია)
14 – ბენზემა (რეალი)