ესპანეთის ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება
ესპანეთის ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება

ესპანეთის „ლა ლიგას“ პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა დაასახელა ქვეყნის ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ გერმანიის ჩემპიონატი განახლდა, მივულოცე ბუნდესლიგის გენერალურ დირექტორს. მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს. ეს მისაბაძი მაგალითია. მინდა, ესპანეთის ჩემპიონატი, რაც შეიძლება მალე განახლდეს. ჩვენი ორიენტირია 12 ივნისი.

ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ. ყოველ ახალ ეტაპზე უფრო მეტი ადამიანის გარემოცვაში გვიწევს ყოფნა. ამიტომაც, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. უსაფრთხოების იმ ზომების წყალობით, რაც ჩვენ შემოვიღეთ, ვარჯიშებზე დაინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – განაცხადა ტებასმა.