ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალიეხო - მთელი თანაგრძნობითა და განსაკუთრებული სიყვარულით მივაგებ პატივს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას
ესპანელი ეთნომუსიკოლოგი და მუსიკალურ მეცნიერებათა დოქტორი პოლო ვალიეხო ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ტრადიცია, როგორც თაობებზე გადამცემი ხელოვნება! ეს ფოტო 2008 წელს ანზორ ერქომაიშვილთან თბილისში, მასთან სახლში სტუმრობისას გადავიღე. ზუსტად მაშინ, გიორგი დონაძესთან და მის პატარა ვაჟთან, ერეკლესთან ერთად მღეროდა. პოლიფონიის სამი თაობის მომღერლები… ანზორი, რომელმაც დღეს დაგვტოვა, მუსიკოსთა და მომღერალთა ისტორიული დინასტიის ბოლო დამაკავშირებელი რგოლი იყო. ის გახლდათ ანსამბლ „რუსთავის“ შემქმნელი და უამრავი ქართული საგუნდო ჯგუფისა და მუსიკოსის სულის ჩამდგმელი, ამავდროულად, უნიკალური მეგობარი და დიდი მაესტრო.
მთელი თანაგრძნობითა და განსაკუთრებული სიყვარულით მივაგებ პატივს მის ხსოვნას. მადლობა, ანზორ!“ – წერს პოლო ვალიეხო.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილს ხვალ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
Tradition as a Transmission Art.
I took this picture in 2008 while visiting Anzor Erkomaishvili at his home in Tbilisi,…
Posted by Polo Vallejo on ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021