ესექსის პოლიცია აცხადებს, რომ მათ უპირველეს ამოცანას სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 ცხედრის იდენტიფიცირება წარმოადგენს
ესექსის პოლიცია აცხადებს, რომ მათ უპირველეს ამოცანას სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 ცხედრის იდენტიფიცირება წარმოადგენს

ესექსის საგრაფოს პოლიცია აცხადებს, რომ მათ უპირველეს ამოცანას სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი ცხედრების იდენტიფიცირება წარმოადგენს, – აღნიშნული განცხადება ესექსის პოლიციის უფროსის მოადგილემ, პიპა მილსმა გააკეთა.

მისი თქმით, იდენტიფიცირების პროცესს დიდი დრო დასჭირდება.

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო მანქანა ინდუსტრიულ ზონაში იდგა. სამართალდამცველები გამოძიებას მკვლელობის მუხლით აწარმოებენ. დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

პოლიციის ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია.

ამასთან, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მომხდარს წარმოუდგენელი ტრაგედია უწოდა.