ესეკილ ლავეციმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა
არგენტინელმა ფორვარდმა ესეკილ ლავეციმ დაადასტურა, რომ კარიერას ასრულებს. 34 წლის ფეხბურთელმა თავის გეგმებზე ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადა, მაგრამ ოფიციალურად ეს განზრახვა მხოლოდ ახლა დაადასტურა.
„ეს დაუჯერებელი წლები იყო. სწავლის და უნიკალური მომენტების წლები და აგრეთვე, ბევრი მოგონება, რომელიც ჩემს გულში დარჩება.
ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი, ვინც ჩემს მხარეს რჩებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ვეთხოვები ყველაზე დაუჯერებელ ფაზას ჩემს ცხოვრებაში. უკიდურესად ბედნიერი ვიყავი“” – დაწერა თავის „ტვიტერში“ ლავეციმ.
კარიერის განმავლობაში არგენტინელს უთამაშია „ესტუდიანტესში“, „სან ლორენსოში“, „ჯენოაში“, „ნაპოლიში“, „პარი სენ-ჟერმენში“. მისი ბოლო კლუბი იყო ჩინური „ჰებეი ჩაინა ფორჩუნი“.