ესეკილ გარაიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ესეკილ გარაიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ესეკილ გარაიმ სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ვეთხოვები პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას. ვაღიარებ, რომ მინდოდა თამაშის გაგრძელება და დარწმუნებული ვიყავი, რომ უფრო გვიან დავასრულებდი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა“, – დაწერა არგენტინელმა თავის „ინსტაგრამში“.

34 წლის ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ტრავმა, რომლისგანაც ვერ შეძლო სამი წლის განმავლობაში აღდგენა.

გარაის ბოლო კლუბი იყო „ვალენსია“ რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ამოეწურა. გარდა ამისა, ის თამაშობდა „ნიუელს ოლდ ბოისში’, „რასინგში’, „რეალში“, „ბენფიკასა“ და „ზენიტში“.