პირველად ისტორიაში - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველად ისტორიაში - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ვილი სანიოლის ნაკრებმა ნავსი გატეხა და რუმინეთთან მერვე შეხვედარში პირველ გამარჯებას მიაღწია. ფრანგმა მწვრთნელმა რუმინელებთან ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა – ბათუმის „დინამოდან“ სამი მოთამაშე გამოიყვანა, საიდანაც მეკარე ლაზარე კუპატაძე და მარცხენა მცველი ირაკლი აზარიოვი დებიუტანტები იყვნენ. ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, ხოლო საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ საბა კვირკველია, დათა ხოჭოლავა და თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს დაუბრუნდნენ. კაპიტნის რანგში კი „ჯვაროსნები“ ოქრიაშვილმა პირველად გაიყვანა.

 

მატჩი რუმინელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგად შეუტია და თორნიკე ოქრიაშვილს ანგარიშის გახსნა შეეძლო – ეფექტური „მაკრატელათი“ მორიგი გოლის გატანაში მცველმა ხელი შეუშალა. ამის მერე რუმინელებმა უპირატესობა მოიპოვეს, 28-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა – კრისტიან განეას გადაცემის შემდეგ საჯარიმოში იანის ჰაჯი გაიხსნა და სახიფათოდ დაარტყა და მართალია ააცილა, მაგრამ ეს არასასიამოვნო სიგნალი იყო.

36-ე წუთზე ორჯერ გადავრჩით – ჰაჯის ჯარიმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე იონუც ნედელჩარუს ორიოდე მეტრიდან დარტყმულზე მეკარე კუპატაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. მე-40 წუთზე უკვე დენის ალიბეკმა შემოგვიტია და კარს ოდნავ ააცილა.

საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და ვილი სანიოლს აშკარად სახეზე ეტყობოდა, რომ გუნდის თამაშით აშკარად უკმაყოფილი იყო. ამ დროს მასპინძელთა შემტევმა ფლორინ ტანასემ გოგა ჩაბრაძეს ჩაარტყა და ბერძენმა მთავარმა არბიტრმა ტასოს სიდიროპულოსმა წითელი ბარათი აჩვენა და მასპინძლები კაცნაკლული დატოვა.

 

II ტაიმი

ეს საქართველოს ნაკრებს უპირატესობას აძლევდა. თუმცა მეორე ტაიმი ისევ რუმუნელების უპირატესობით დაიწყო. მათ არაფერი გამოსდიოდათ, 51-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძეს მცველმა დაასწრო და კარის წინ მყოფ შემტევს ბურთი ფეხიდან ააცალა.

56-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა კარში შეტევა გაათამაშეს, რომელსაც მურთაზ დაუშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ კარს ძალიან ააცილა.

ჩვენს გუნდს მუხტი და ენერგია აკლდა და ვილი სანიოლიმ შეცვლებს მიმართა და მოედანზე ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე შეიყვანა. გოლი სწორედ კიტეიშვილის მშენიერ რეიდს მოყვა, რომელის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ქუსლით გიორგი მიქაუტაძეს დაუგდო, მან ძლიერი დარტყმით რუმინელების კარი აიღო და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 0:1.

64-ე წუთზე გატანა თავად კიტეიშვილს შეეძლო, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეკარეს ვერ აჯობა, რაც მალე სანანებელი გაგვიხდა. რუმინელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს და საბა კვირკველიამ საჯარიმოში ანდრეი ივანი წააქცია. ჩვენი ცენტარლური მცველი მსაჯმა მოედნიდან გააძევა და საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რაზვან მარინმა შეასრულა და კარს ააცილა.

71-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს მეორეც გაუტანა. გიორგი აბურჯანიამ მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი აბურაჯანიას დაუგორა და მან ახლოდან ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა, მაგრამ რუმინელებმა სხვაობა მალე შეამცირეს. ფლანგიდან დეიან სორესკუს განვითარებული შეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ანდრეი ივანი დარჩა და ძლიერი დარტყმით სხვაობა შეამცირა 1:2.

ბოლო წუთები რუმინელების უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლები ფლკანგებიდან მწვავე შეტევს ავითარებდნენ. ივანი ძალიან კარგად შევიდა მოედანზე და დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლოდან თავური დარტყმა კარს ააცილა. მალე საჯარიმოში კრისტი განეა შევარდა და კარისკენ თანაგუნდელს უპასა, მაგრამ ბურთი გურამ კაშიამ გამოიტანა და ვითარება განმუხტა.

საქართველოს ნაკრებმა ორი მწვავე შეტევა წამოიწყო. საბა ლობჟანიძემ მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა და შანსით ვერც ბუდუ ზივზივაძემ ისარგებლა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან თავის ისტორიაში პირველად მოგების მშვენიერი შანსი გამოიყენა და შეხვედრა 2:1 მოიგო.


რუმინეთი – საქართველო 1:2


გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61. კიტეიშვილის პასით), 0:2 აბურაჯანია (71. ლობჟანიძის პასით), 1:2 ივანი(78. სორესკუს პასით)

გაფუჭებული პენალტი: რ. მარინი (65)

პლოეშტი. სტადიონი „ილიე ოანე“.

რუმინეთი (4-3-3): ვლადი – სორესკუ, ნედელჩარუ, კირიკეში, განია – ოლარი (57. ჩიკილდეუ), მარინი (78. სტანჩუ), მაქსიმი (58. ბუდესკუ)- ჰაჯი (78. კეშერუ), ალიბეკი (58. ივანი), ტენასე

საქართველო (4-5-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კვერკველია, აზაროვი – კვეკვესკირი (58. კიტეიშვილი), დაუშვილი, აბურჯანია (81. გვილია) – შენგელია (58. ლონჟანიძე), მიქაუტაძე (81. ზივზივაძე), ოქრიაშვილი (66. ოქრიაშვილი)

გაძევება: ტანასე (41), კვირკველია (65)