ეს ამბავი საქართველოში მოხდა - შვილმა მამის ნაცვლად ითამაშა
ეს ამბავი საქართველოში მოხდა - შვილმა მამის ნაცვლად ითამაშა

ეროვნულ ლიგა 2-ის 34-ე ტურში საინტერესო ამბავი მოხდა. თბილისის „შევარდენი 1906“-ის და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრის 76-ე წუთზე, შვილმა მოედანზე მამა შეცვალა.

იმ დროისთვის სტუმრები 0:2-ს იგებდნენ და ყველაფერი გარკვეული იყო – მოედანზე დავით სომხიშვილი შევიდა, სათადარიგოებში კი მამამისმა, „შევარდენის“ მთავარმა მეკარე გიორგი სომხიშვილმა გადაინაცვლა.

16 წლის დავით სომხიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, გიორგი სომხიშვილი კი 38 წლისაა და ბევრ წამყვან ქართულ გუნდში უთამაშია. ორივე მათგანს თამაზ ოდიკაძე ავარჯშებს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ტვენტეს“ საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გიორგი სომხიშვილის დისშვილია.