ერთწლიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ობერვარტის ტურნირზე გამარჯვებით დაბრუნდა #1TVSPORT
ერთწლიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ობერვარტის ტურნირზე გამარჯვებით დაბრუნდა #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა ძიუდოისტმა მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი შებოჭვით დაამარცხა.

ავსტრიულ ტურნირზე ბექაურის გარდა, ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი ბერიშვილიც წარმატებით ასპარეზობენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.