ერთი მოგება და ორი ფრე დაბალლიგელებთან - „შუქურა“ სეზონის განახლებისთვის ემზადება #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის, ზაფხულის შესვენების დროს შეკრებაზე იმყოფება და საკონტროლო თამაშებს ატარებს.
რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა სამი ამხანაგური შეხვედრა გამართეს და სამივე – ქობულეთის „ჩელე არენაზე“. ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა ლიგა 3-ის წარმომადგენელი ფოთის „კოლხეთი 1913“ 5:3 დაამარცხა. ირაკლი ლექვთაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა, მიშიკო სარდალიშვილმა და გია აფხაზავამ.
შემდეგი ორი ამხანაგურ მატჩი ქობულეთელებმა დაბალი ლიგის გუნდებთან გამართეს, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოიგო – „მაჭახელასთან“ სპარინგი ფრედ 1️:1️ დასრულდა – ერთადერთი გოლი მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.
ასევე ფრე, 2️:2️ დაფიქსირდა მესამე მატჩში, სადაც „შუქურას“ დამოუკიდებლობის პირველი წლების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდა, რომელიც ამჟამად ლიგა 3-ში გამოდის. ამ დაპირისპირებაში ლანჩხუთელების კარი გია აფხაზავამ და ვაკო თევდორაძემ აიღეს.