ერთა ლიგის წილისყრა პირველ არხზე - საქართველოს ნაკრების მეტოქეები დღეს გაირკვევა #1TVSPORT
ერთა ლიგის წილისყრა პირველ არხზე - საქართველოს ნაკრების მეტოქეები დღეს გაირკვევა #1TVSPORT

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ სამი გათამაშების შემდეგ რანგით ბოლო, D დივიზიონიდან B ლიგაში დაწინაურდნენ.

ჯგუფური ეტაპის ფორმატი

2022/23 წლების ერთა ლიგის გათამაშების შედეგების მიხედვით, უეფა-ში გაწევრიანებული 54 ქვეყნის ნაკრები ოთხ ლიგად არის დაყოფილი. გუნდები ოთხ კალათაში მათი რეიტინგის საფუძველზე გადანაწილდნენ.

A, B და C ლიგაში ოთხგუნდიანი ოთხი ჯგუფი იქნება. თითოეული ნაკრები თავის ჯგუფში ექვს მატჩს ჩაატარებს – სამს – სახლში და სამს – სტუმრად. D ლიგაში სამგუნდიანი ორი ჯგუფი ჩამოყალიბდება. წილისყრაზე ჯგუფში კალათიდან ერთი გუნდი მოხვდება.

კალათების შემადგენლობა:

ლიგა A

კალათა 1: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ჰოლანდია

კალათა 2: დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი

კალათა 3: შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი

კალათა 4: ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია

ლიგა B საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები

კალათა 1: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი

კალათა 2: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია

კალათა 3: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო

კალათა 4: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

ლიგა C

კალათა 1: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი

კალათა 2: აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები

კალათა 3: ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, კვიპროსი

კალათა 4: ბელარუსია, ლიეტუვა/გიბრალტარი*, ესტონეთი, ლატვია

ლიგა D

კალათა 1: ლიეტუვა/გიბრალტარი*, მოლდოვა

კალათა 2: მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტეინი

(დაკომპლექტდება 2022/23 წლების სეზონის პლეი ოფის შემდეგ, 2024 წლის მარტში)

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სომხეთი (ლიგა C, კალათა 1) და აზერბაიჯანი (ლიგა C, კალათა 2) ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

ლოგისტიკური შეზღუდვები

20 პოტენციური წყვილიდან გამოვლინდა ოთხი, როგორც ყველაზე რთული (ფრენის ხანგრძლივობის თვალსაზრისით). ყველა ასეთი წყვილი B ლიგაშია – ყაზახეთი (ლიგა B, კალათა 4), რომელიც ყველაზე შორსაა ერთდროულად ინგლისიდან (1 კალათა), ისლანდია (2 კალათა), ირლანდია (3 კალათა), უელსი (1 კალათა). ჯგუფში შეიძლება იყოს, მაქსიმუმ, ერთი ასეთი წყვილი. ამგვარად, ჩამოთვლილთაგან ყაზახეთს მხოლოდ ერთი გუნდი – ინგლისი, ირლანდია ან უელსი შეხვდება.

ერთა ლიგის კალენდარი 2024/25

ჯგუფური ეტაპი

1 ტური: 2024 წლის 5-7 ოქტომბერი

2 ტური: 2024 წლის 8-10 ოქტომბერი

3 ტური: 2024 წლის 10-12 ოქტომბერი

4 ტური: 2024 წლის 13-15 ოქტომბერი

5 ტური: 2024 წლის 14-16 ნოემბერი

მე-6 ტური: 2024 წლის 17-19 ნოემბერი

პლეი ოფის გათამაშება: 2024 წლის ნოემბერი

პლეი ოფები: 2025 წლის 20-25 მარტი

ლიგა A მეოთხედფინალი: 2025 წლის 20-25 მარტი

ფინალური ტურნირი: 2025 წლის 4-8 ივნისი

ცვლილებები 2024/25 ერთა ლიგაში

ერთა ლიგის ფორმატს ​პლეი ოფის ახალი რაუნდი დაემატება, მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ეს შექმნის კავშირს ჯგუფურ ეტაპს (ნოემბერში მთავრდება) და ფინალურ ეტაპს შორის (ივნისში სრულდება).

A ლიგის ჯგუფში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები ერთმანეთს მეოთხედფინალში სახლში და სტუმრად დაუპირისპირდებიან, ოთხი საუკეთესო გუნდი კი ფინალურ ეტაპზე გავა.

A და B ლიგებში მეოთხე ადგილზე გასულები ავტომატურად დაქვეითდებიან B და C ლიგებში. C ლიგის ბოლო ორი მეოთხეადგილოსანი D ლიგაში დაქვეითდება.

B და C ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული, ისევე როგორც D ლიგის ორი ჯგუფის გამარჯვებული, ავტომატურად დაწინაურდებია A, B ან C ლიგაში.

A ლიგის მესამეადგილოსნები და B ლიგის მეორეადგილოსნები, ასევე B ლიგის მესამეადგილოსნები და ლიგის C ჯგუფების მეორეადგილოსნები ერთმანეთს პლეი ოფში დაწინაურებისთვის სახლში და სტუმრად შეხვდებიან. ასევე გაიმართება პლეი ოფები C ლიგის ორ საუკეთესო მეოთხეადგილოსანსა და D ლიგაში მეორე ადგილზე გასულ ორ გუნდს შორის.

პარიზიდან ერთა ლიგის წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.