ერთა ლიგის კალენდარი ცნობილია - საქართველოს ნაკრები გიბრალტარით იწყებს, ოთხი მატჩი ივნისში გაიმართება #1TVSPORT
ერთა ლიგის კალენდარი ცნობილია - საქართველოს ნაკრები გიბრალტარით იწყებს, ოთხი მატჩი ივნისში გაიმართება #1TVSPORT

გაირკვა საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე – „ჯვაროსნები“ C ლიგის „დ“ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი.

საქართველოს ნაკრები იწყებს და ამთავრებს გიბრალტარით. 6 მატჩისთვის უეფა-მ სულ ორი სანაკრებო „ფანჯარა“ დააწესა – ივნისსა და სექტემბერში.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ნაკრები 10 დღეში, 2-12 ივნისს მიყოლებით 4 მატჩს ჩაატარებს. ასეთი დაძაბული და რთული გრაფიკი ეროვნულ გუნდს არასოდეს ჰქონია.

 

2 ივნისი

საქართველო – გიბრალტარი

5 ივნისი

ბულგარეთი – საქართველო

9 ივნისი

ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო

12 ივნისი

საქართველო – ბულგარეთი

23 სექტემბერი

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

29 სექტემბერი

გიბრალტარი – საქართველო