ერთა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ესპანეთი იტალიას, ხორვატიასა და ნიდერლანდებს შეუერთდა #1TVSPORT
ერთა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ესპანეთი იტალიას, ხორვატიასა და ნიდერლანდებს შეუერთდა #1TVSPORT

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გაირკვა მეოთხე გუნდი, რომელიც ლიგის ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას: ბოლო დღემდე A დივიზიონში სამი ჯგუფის გამარჯვებული იყო ცნობილი – ნიდერლანდები, იტალია და ხორვატია. მათ ესპანეთი შეუერთდა.

მეორე ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობა პირენეულ დუელში უნდა გარკვეულიყო: პორტუგალიამ ესპანეთს უმასპინძლა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ პირველადგილოსანი განაგრძობდა. მიზანთან პორტუგალია ძალიან ახლოს იყო – ფრეც აძლევდა ხელს და მატჩის ბოლო წუთებამდე ტაბლოზე 0:0 ეწერა. თუმცა ალვარო მორატას მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით პირველი ადგილი ესპანელებმა დაიკავეს და ერთა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია პირველი ერთა ლიგის გამარჯვებულია. მეორე გათამაშება საფრანგეთმა მოიგო. მესამეს ახალი ჩემპიონი ეყოლება: იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები ან ხორვატია.