ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გამოყენებული იქნება არბიტრის ვიდეოდახმარების სისტემა (VAR), – იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).
ტექნოლოგიას პირველად გამოიყენებენ სანაკრებო დონეზე უეფას (UEFA) ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე. VAR-ის გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეს სისტემა წარმატებით გამოსცადეს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში.
ერთა ლიგის ნახევარფინალები 5 და 6 ივნისს გაიმართება. პირველ მატჩში პორტუგალია და შვეიცარია შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეში – ჰოლანდია და ინგლისი. მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 9 ივნისს შედგება. ერთა ლიგის ფინალურ ეტაპს პორტუგალია უმასპინძლებს.