ერთა ლიგა | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელს ხორვატი თავდამსხმელის ნატურალიზაცია სურს #1TVSPORT
ერთა ლიგა | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელს ხორვატი თავდამსხმელის ნატურალიზაცია სურს #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, უნგრეთის ეროვნული გუნდი ნატურალიზებული ხორვატი თავდამსხმელით დაუპირისპირდეს. ამის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ გამოცემა sakfoci-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ფერენცვაროშის“ თავდამსხმელი ფრანკო კოვაჩევიჩი საინტერესო ფეხბურთელია და შესაძლოა, მალე ჩვენს ნაკრებში ითამაშოს. მას უნგრული ფესვები აქვს და ნაკრებში იურიდიული დაბრკოლება არ შეექმნება“, – განაცხადა მარკო როსმა.

26 წლის ფეხბურთელი უნგრულ „ფერენცვაროშში“ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. წარმოშობით ხორვატია და საკუთარი ქვეყნის 17, 18 და 21-წლამდელთა ნაკრებებში გამოდიოდა.

კოვაჩევიჩმა კარიერა სპლიტის „ჰაიდუკში“ დაიწყო, ასევე უთამაშია „რუდეში“, გერმანული „ჰოფენჰაიმის“ სარეზერვო გუნდსა და „ვინ ვისბადენში“, ამერიკულ „ცინცინატში“, კვიპროსულ „პაფოსში“, სლოვენიურ „დომჟალესა“ და „ცელიეში“, სამხრეთკორეულ „განგვონში“, ხოლო „ფერენცვაროშში“ 2026 წლის იანვარში ჩაირიცხა.