ერთა ლიგა | უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

18:49, 28.09.2026

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ უკრაინასთან გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველო რადიო შემოგთავაზებთ.

უკრაინასთან მატჩი „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იქნება რამაზ სვანაძისთვის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვილი სანიოლი შეცვალა.

სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მსგავსი