ერთა ლიგა | ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ტრავმის გამო ნახევარმცველი ჯეიმი მაკდონელი გამოაკლდა #1TVSPORT

23:39, 23.09.2026

ჯეიმი მაკდონელი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ერთა ლიგის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება, „ოქსფორდ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დააკლდება და რეაბილიტაციის გასაგრძელებლად შინ დარჩება – ამის შესახებ ინგლისური კლუბის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

მაკდონელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული. 22 წლის ფეხბურთელი გამოტოვებს საქართველოსთან მატჩს, რომელიც 25 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ჩრდილოეთ ირლანდიელი იანვარში ნახევარმცველი „ოქსფორდს“ „ნოტინგემ ფორესტიდან“ შეუერთდა, ამ სეზონში ინგლისის პირველი ლიგის ექვსივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და „ლესტერთან“ მოგებულ (4:0) შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

სანაკრებო დებიუტი ერთი წლის წინ გერმანიასთან 1:3 წაგებულ თამაშში ჰქონდა. მას შემდეგ მაკდონელს რეგულარულად იძახებდნენ ეროვნულ ნაკრებში და ივნისში გვინეასთან და საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩშებიც ითამაშა.

მსგავსი