ერთა ლიგა | ანდრეი იარმოლენკო უკრაინის ნაკრებში ბრუნდება – საქართველოსთან მალინოვსკი ვერ ითამაშებს #1TVSPORT

12:24, 13.09.2026

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინის ეროვნულ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. უკრაინელი ჟურნალისტის, იგორ ბურბასის მიერ გავრცელებეული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა გუნდში კიევის „დინამოს“ 36 წლის გარემარბს, ანდრეი იარმოლენკოს აბრუნებს.

„კიევის „დინამოს“ მოთამაშე ანდრეი იარმოლენკო უკრაინის ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება. 36 წლის გამოცდილ გარემარბს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 126 მატჩში 47 გოლი აქვს გატანილი.

მოსალოდნელია, რომ ტრავმირებულ მიხაილო მუდრიკს პოლონური „გურნიკის“ გარემარბი მაქსიმ ხლანი შეცვლის, ხოლო ივან კალუჟნის ნაცვლად გუნდში ინგლისური „ლინკოლნის“ ნახევარმცველს, ივან ვარფოლომეევს უხმობენ. თავდასხმაში დანილო სიკანი, ​მატვეი პონომარენკო, ვლადისლავ ვანატი, რომან იარემჩუკსი და არტემ დოვბიკი იქნებიან.

გუნდს ვერ დაეხმარება „ტრაბზონსპორის“ ნახევარმცველი და უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი, ის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს განაგრძობს. 33 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი ან საგოლე გადაცემა არ მიუთვლია“.

უკრაინის ნაკრები ​​2026/27 წლების ერთა ლიგაზე სექტემბერ-ოქტომბერში ოთხ მატჩს გამართავს: უნგრეთის (ორჯერ), ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს წინააღმდეგ.

მსგავსი