ერთა ლიგა 2026-27 | საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა #1TVSPORT
ერთა ლიგა 2026-27 | საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წელს ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს, სადაც 16 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყოფა. ჯერ გაიმართება ჯგუფური ეტაპი, შემდეგ კი – პლეი ოფი.

უეფა-მ წილისყრის წინ გუნდები კალათებში გაანაწილა:

I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.

II კალათა: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა.

III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.

IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო.

უეფა-ს ცნობით, წილისყრა 2026 წლის დასაწყისში გაიმართება.