ერთ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მსოფლიო რეკორდი ინდოეთში დაფიქსირდა
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„სიენენის“ ცნობით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ დღეში აღრიცხული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სულ ინდოეთში კორონავირუსი გამოუვლინდა 3 387 500-მდე პირს და გარდაიცვალა 61 529 პაციენტი. ვირუსისგან უკვე განიკურნა 2.5 მილიონამდე ადამიანი.