ერთ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მსოფლიო რეკორდი ინდოეთში დაფიქსირდა

23:54, 28.08.2020

​​ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სიენენის“ ცნობით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ დღეში აღრიცხული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სულ ინდოეთში კორონავირუსი გამოუვლინდა 3 387 500-მდე პირს და გარდაიცვალა 61 529 პაციენტი. ვირუსისგან უკვე განიკურნა 2.5 მილიონამდე ადამიანი.

მსგავსი